1.
|
პროექტის სახელწოდება
|
გზამკვლევი
|
2.
|
პროექტის მთავარი იდეა
|
გზამკვლევის შედგენა.
რა არის გზამკვლევი, როგორია მისი სტრუქტურა და რა არის საჭირო იმისათვის, რომ შევადგინოთ
იგი? რისთვის გამოიყენება გზამკვლევი?
|
3.
|
პროექტის აქტუალობა
|
პროექტი ხელს შეუწყობს მოსწავლეებში
საინფორმაციო ტექსტის სტრუქტურის შესწავლას, მათ გამოუმუშავებს კვლევის, ძიების, საჭირო მასალის დამოუკიდებლად მოპოვების, თავმოყრის, გამთლიანების, პრეზენტაციის, ჯგუფური მუშაობისა და ურთიერთთანამშრომლობის უნარებს.
|
4.
|
პროექტის მიზნები
|
v მოსწავლეები გაეცნონ ერთ–ერთი ცნობილი ქრისტიანული ცენტრის გზამკვლევსა და ენციკლოპედიის სტატიას ამავე ცენტრის შესახებ;
v იმსჯელონ, რით განსხვავდება ერთმანეთისაგან სამეცნიერო–საინფორმაციო (ენციკლოპედიის სტატიის) და საინფორმაციო–პოპულარული (გზამკვლევის) ტექსტები;
v შეადგინონ მათთვის საინტერესო და ცნობილი რომელიმე ძეგლის (ან ღირსშესანიშნავი ადგილის) გზამკვლევი;
v მოიძიონ
სხვადასხვა საშუალებით საჭირო ინფორმაცია, გადაამოწმონ მისი სანდოობა, გადაამუშაონ
მოპოვებული მასალა, დაალაგონ თანმიმდევრობით, შეძლონ
პრეზენტაციის ელექტრონული ვერსიის მომზადება, გააფორმონ იგი შესაბამისი ვიდეო,
ფოტო და მუსაკალური მასალით.
v პრეზენტაციით წარადგინონ მაყურებელთა წინაშე თავიანთი ნამუშევარი, რათა გამოვლინდეს გამარჯვებული გუნდი.
v ჩამოუყალიბდეთ
მხატვრული გემოვნება და საკითხისადმი შემოქმედებითად მიდგომის უნარი.
ისინი ისწავლიან ტექსტში გრამატიკული შეცდომების გასწორებას,
გაეცნობიან დარგობრივ ლექსიკას და თავიანთ გზამკვლევში
მართებულად გამოიყენებენ მას.
|
5.
|
მონაწილეთა ასაკი
|
12–14
წელი
|
6.
|
ვადები/ხანგრძლივობა
|
21 მაისი – 12 ივნისი (2013
წელი).
|
7.
|
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას
|
v გზამკვლევი––საინფორმაციო ბუკლეტი;
v პროექტის ელექტრონული
ვარიანტი; (პრეზენტაცია
მომზადებული PowerPoint-ში შესაბამისი ტექსტური მასალითა და ფოტომასალით.
პრეზენტაციას შეიძლება დაერთოს ვიდეო-მასალა და გაფორმდეს მუსიკალურად);
v ვიდეო მასალა;
v ფოტო მასალა;
v მუშაობის პროცესის ამსახველი ოქმები და სურათები;
v სიგელები და საჩუქრები (გამარჯვებულთათვის);
|
8.
|
ძირითადი რესურსები
|
სხვადასხვა ლიტერატურა და ინტერნეტმასალა; ფოტო და ვიდეო კამერა (ან მობილური); კომპიუტერი,პროექტორი, ელ/ფოსტა,
ფერადი მარკერები და ფორმატისა
და თაბახის ფურცლები.
კომპიუტერული პროგრამები: mikrosoft word; Power point; move maker; ინტერნეტი: internet--gmail.com; vikipedia; google.ge; fasebook; blogspot.com და ა.შ.
|
9.
|
საგნებთან/ე.ს.გ.–თან კავშირი
|
ამ პროექტზე მუშაობისას მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას შემდეგ
საგნებში: ისტორია, გეოგრაფია, ხელოვნება, ლიტერატურა. გამოუმუშავდებათ უნარ–ჩვევები
საინფორმაციო ტექნოლოგიებში (ინფორმაციის მოძიება ინტერნეტ–
ში, პრეზენტაციის მოწყობა, ბლოგის შექმნა და ა. შ.)
ქართული ენა და ლიტერატურა:
ქართ. VII.1. მოსწავლეს შეუძლია უცნობი ინფორმაციის შემცველი ტექსტების მოსმენა
და ზეპირი ინფორმაციის წარმოდგენა აუდიტორიის წინაშე.
·
შეარჩევს თემას
ზეპირი გამოსვლისათვის, ამზადებს გამოსვლას და წარმოადგენს აუდიტორიის წინაშე;
·
აქცენტს
აკეთებს (ინტონაციით, პერიფრაზით, განმარტებებით...) ზეპირი გამოსვლის არსებით
საკითხებზე;
·
მოიძიებს ან
საგანგებოდ ქმნის და სათანადოდ იყენებს შესაფერის ვიზუალურ მასალას (პლაკატს,
სქემას ან სხვა თვალსაჩინოებას).
ქართ. VII.
4.მოსწავლეს
შეუძლია საკლასო დისკუსიებში მონაწილეობის მიღება.
·
ჯგუფთან ერთად ამზადებს სადისკუსიო გამოსვლას: დამოუკიდებლად დაამუშავებს საკითხს, მოიძიებს ინფორმაციას, შეიმუშავებს თვალსაზრისს, რომელსაც გააცნობს და შეუთანხმებს ჯგუფის წევრებს;
·
გამოდის ჯგუფის მომხსენებლის როლში და გამოხატავს მათ საერთო აზრს;
ქართ.VII.6. მოსწავლეს შეუძლია ზეპირი კომუნიკაციის სტრატეგიების შესაბამისად
გამოყენება.
·
იყენებს
აუდიტორიაზე ზემოქმედების არავერბალურ ხერხებს (მხედველობითი კონტაქტი, ხმის
აწევ-დაწევა, საუბრის ტემპის შეცვლა, ჟესტიკულაცია) ზეპირი გამოსვლების დროს
მსმენელთა ინტერესის გასაღვივებლად;
ქართ.VII. 7. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის მხატვრული და არამხატვრული
ტექსტების გააზრება-გაანალიზება, მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების
გამოხატვა და ახსნა.
·
კითხულობს
მხატვრულ და არამხატვრულ ტექსტებს სხვადასხვა
მიზნით (შესწავლის, ესთეტიკური სიამოვნების მიღების, გარკვეული ინფორმაციის
მოძიების, გამოხმაურების, შეფასების);
·
ამოკრებს
ინფორმაციას დიფერენცირებულად და აჯგუფებს მას სხვადასხვა ნიშნის მიხედვით;
·
ალაგებს
ტექსტში გადმოცემულ ამბავს, ფაქტებსა და მოვლენებს ქრონოლოგიური თუ სხვა ნიშნის
მიხედვით;
ქართ.VII.10. მოსწავლეს შეუძლია კითხვის მიზნის
შესაბამისი
სტრატეგიების გამოყენება.
·
მოიძიებს საჭირო ინფორმაციას მისთვის საინტერესო თემებზე სხვადასხვა წყაროდან (ენციკლოპედიიდან, ლექსიკონებიდან, წიგნებიდან, ინტერნეტიდან);
·
წერს საინფორმაციო ტექსტს;
·
ქართ. VII. 14.მოსწავლეს შეუძლია წერის სტრატეგიების გამოყენება
ნაწერის ეფექტური ორგანიზებისათვის.
·
წერის
დაწყებამდე განსაზღვრავს მიზანს და აუდიტორიას; აგროვებს მასალას;
·
დაამუშავებს საბოლოო
რედაქციას დამოუკიდებლად ან სხვების (თანაკლასელის, მასწავლებლის) დახმარებით;
ასწორებს პუნქტუაციურ, სტილისტურ და ორთოგრაფიულ შეცდომებს;
·
მასწავლებელთან
ერთად ისახავს ხარვეზების გამოსწორების გზებს.
|
10
|
პროექტის მსვლელობა/ამოცანები და ღონისძიებები:
|
v მასწავლებლის მიერ კლასებისათვის
იდეის გაცნობა ––21 მაისი;
v მოსწავლეების მიერ ამ
თემასთან დაკავშირებული მათთვის საინტერესო აქტუალური კითხვებისა და პრობლემების
ჩამოყალიბება;
v ორგანიზაციული საკითხები: საპროექტო ჯგუფების შექმნა––22 მაისი;
ამ პროექტზე იმუშავა ორივე მეშვიდე კლასმა;
შეიქმნა 9–9ნ კაციანი ხუთი ჯგუფი:
პირველი ჯგუფი: საბა ცერცვაძე, ანი სახელაშვილი, ანანო ცხადაძე, ლევან გამეზარდაშვილი, ბესო გურული, მამუკა ლილუაშვილი, მარიამ კუპატაძე, დიანა არუთინოვი, გაგა მაკარიძე.
მეორე ჯგუფი: გიორგი რობაქიძე, რატი სარდანაძე, ზაზა მორჩაძე, გიორგი ცხადაძე, ქრისტინე ბარბაქაძე, ამირან ლილუაშვილი, ნოდარ ფუტკარაძე, მარიამ ბუსკივაძე, რანა გეწაძე.
მესამე ჯგუფი: ელენე მაკარიძე, მარიამ ფანჩულიძე, ნიკა კირკიტაძე, თორნიკე ხუციშვილი, ივანე თორთლაძე, ანა ჩიტიძე, მირანდა ოქრუაძე, თემურ კუპატაძე, ანი ფოცხვერაშვილი.
მეოთხე ჯგუფი: შოთა ბუცხრიკიძე, თამუნა ვარდოსანიძე, ლაშა ჭელიძე, გიორგი ჭანკვეტაძე, ქრისტინე დვალი, ერეკლე ფანჩულიძე, ნათია რობაქიძე, ვაჟა დიაკონიძე, იაგო კუპატაძე.
მეხუთე ჯგუფი: ლუკა ბასილაძე, ავთო კუბლაშვილი, გიგა გელიაშვილი, ავთო ობოლაძე, მარიამ კუპატაძე, ლიანა ახვლედიანი, გია გელიაშვილი, მარიამ ცქიფურიშვილი, რომეო მაკარიძე.
ვთხოვეთ ჯგუფებს შეთანხმებულიყვნენ იმაზე,
თუ რომელი გეოგრაფიული ადგილის გზამკვლევს შეადგენდნენ.
v ჯგუფების მიერ პირველი შეკრება და იდეის შეთანხმება (რისი გზამკვლევი უნდა შეედგინათ), აირჩიეს ჯგუფის ხელმძღვანელები და მდივნები შეხვედრების
ოქმების გასაფორმებლად––23 მაისი;
პირველი ჯგუფი იმუშავებს თერჯოლის რაიონის გზამკვლევზე
მეორე––მოწამეთაზე;
მესამე––საირმეზე;
მეოთხე––სამეგრელოზე (დადიანების სახლ–მუზეუმი);
მეხუთე––გელათზე.
v სამოქმედო გეგმის შედგენა (რისი გაკეთება შეიძლებოდა–იდეების დონეზე) და ჯგუფებში ფუნქციების გადანაწილება––24 მაისი;
გზამკვლევის
სტრუქტურა ადვილად გასაგებია, ამიტომ ჯგუფებს პროექტის გეგმის შემუშავება არ გასჭირვებიათ.
საქმე
დაინაწილეს თავიანთი შესაძლებლობებისა და უნარის მიხედვით. ერთნი
მოიძიებენ საჭირო ინფორმაციას და ამუშავებენ მას. მეორენი ზრუნავენ პროექტის
გაფორმებაზე, იძიებენ ფოტოებსა და ვიდეოს, მესამენი მუშაობენ ბუკლეტის დიზაინზე,
ჯგუფის ერთი ან რამდენიმე წევრი ითავებს პროექტის პრეზენტაციის მომზადებას და ა.
შ. პროექტის საბოლოო ვერსიის ჩამოყალიბებაში მინაწილეობს ყველა.
v იდეების განხორციელება (ინფორმაციის შეგროვება სხვადასხვა წყაროდან, ფოტოების შეგროვება–გადაღება, რუკის მოძიება–შედგენა...)––24–31
მაისი;
აქტივობებს ახორციელებენ როგორც დამოუკიდებლად,
ასევე შეხვედრების დროს. მოტანილ მასალას განიხილავენ, ერთმანეთს უთანხმებან და ხვეწენ.
შეხვედრებისათვის დათქმული დრო შეთანხმებულია ჯგუფის ყველა წევრთან. ჯგუფის მდივანი
აფორმებს ყოველი შეხვედრის ოქმს და გადასცემს მასწავლებელს.
v შიდა მონიტორინგი (ჩვენ მიერ)––27.05––11 ივნისი;
რაც ითვალისწინებს: რამდენად ეფექტურად,
ჯგუფურად მუშაობენ, რა გააკეთეს, რაში
სჭირდებათ ჩვენი დახმარება თუ რეკომენდაციები და ა.შ.
v ბიუჯეტის დადგენა –31 მაისი;
ბიუჯეტის დადგენა და შემდეგ დირექციისათვის წარდგენა, რათა ბუკლეტების, სიგელების, საჩუქრებისა და ღონისძიების ორგანიზებაში დაგვეხმარონ;
v ბუკლეტის მაკეტის დამზადება–დაბეჭდვა––4–11 ივნისი;
11 ივნისი: ბუკლეტების დაბეჭდვა;
v 1–11 ივნისი: პრეზენტაციის გამზადება საკონკურსოდ;
v პროექტის პრეზენტაცია და აუდიტორიისათვის გაცნობა, გამარჯვებული გუნდის გამოვლენა–დაჯილდოება––12 ივნისი.
დათქმულ
ვადაში ჯგუფებმა წარმოადგინეს პროექტი.
v პროექტის შემაჯამებელი შეფასება.
პროექტი შეფასდა წინასწარ შედგენილი რუბრიკის
მიხედვით. მას მოსწავლეები კარგად იცნობდნენ. რუბრიკა შეიქმნა მათი უშუალო მონაწილეობით.
პროექტზე მუშაობისას და პრეზენტაციისას ისინი ითვალისწინებდნენ ამ რუბრიკას.
|
11
|
პროექტის მონიტორინგი და შეფასება:
|
პროექტის მიმდინარეობას აკვირდებიან
კლასის დამრიგებლები ხათუნა გურული და ლელა მაკარიძე
|
12
|
პროექტის ხელ–ლი:
|
ნათია ბარდაველიძე, ქ. თერჯოლის №1 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.
|
13.
|
ხელმძღვანელის ელ–ფოსტა
|
natibardavelidze@gmail.com
|
შეფასების რუბრიკა
კატეგორია
|
კრიტერიუმი
|
შეფასება
|
მიღებული
ქულა
|
მომზადების
ეტაპი
|
მოუწესრიგებელია, არ არის გამოყენებული ისტ
|
1 – 3
|
|
მოუწესრიგებელია;
ისტ–ი გამოყენებულია მცირე დოზით
|
4 – 5
|
||
ისტ – ის გამოყენება ზოგჯერ შუსაბამოა
|
6 – 7
|
||
კარგად არის ორგანიზებული. გამოყენებულია ელექტრონული ცხრილები
და სქემები.
|
8 – 10
|
||
გუნდურ
პროექტში
მოსწავლეთა მუშაობის
ეტაპი
|
ისტ–ი არ არის გამოყენებული
|
1 – 3
|
|
მოუწესრიგებელია;ისტ–ი გამოყენე
ბულია მხოლოდ ერთი მოსწავლის მიერ, არ ჩანს სხვა მოსწავლეების ჩართულობა
|
4 – 5
|
||
მოწესრიგებულია, ისტ– ის გამოყენება
მრავალფეროვანია,ზოგჯერ შეუსაბამოა დავალებასთან
|
6 – 7
|
||
კარგად არის ორგანიზებული. ჩანს მოსწავლეების მიერ სამუშაოთა
განაწილება.
|
8 – 10
|
||
პროექტის მუშაობის პრო
ცესისა და
შედეგების
წარდგენის
ეტაპი
|
ისტ არ არის გამოყენებული ან საერთოდ არ შეე
საბამება დავალებას.
|
1 – 3
|
|
მოუწესრიგებელია; ისტ გამოყენებულია მცირე დოზით.არ აქვს საპრეზენტაციო ფორმა
|
4 – 5
|
||
მოწესრიგებულია, ისტ– გამოყენება ზოგჯერ შეუსაბამოა
|
6 – 7
|
||
კარგად არის ორგანიზებული.გამოყენებულია საპრეზენტაციო პროგრამა
|
8 – 10
|
||
ქულათა
ჯამი
|
|||
საბოლოო
შეფასება
|
ქულათა ჯამი გაყოფილი 3-ზე
|
No comments:
Post a Comment