პროექტები

                                                         I.


1.
პროექტის სახელწოდება
სპექტაკლი ,,დარისპანის გასაჭირი“
2.
პროექტის მთავარი იდეა
დავით კლდიაშვილი ,,დარისპანის გასაჭირის მიხედვით სპექტაკლის დადგმა;
3.
პროექტის აქტუალობა
 ინტერესის გაღვივება მწერლის შემოქმედების მიმართ,შემოქმედებითი უნარების განვითარება;
VIII კლასში დათმობილი სასწავლო საათების რაოდენობა და შემცირებული ფორმატი ბოლომდე არ იძლევა მწერლის სათქმელის სიღრმისეული წვდომის საშუალებას; პროექტით დაგეგმილი აქტივობები კი მიმართულია მოსწავლეთა ცოდნისა და უნარ–ჩვევების გაღრმავებისაკენ.
4.
პროექტის მიზნები
 დავით კლდიაშვილის ,,დარისპანის გასაჭირის“ უკეთ შესწავლა და  პიესის პრობლემის  გააზრება; როლების გადანაწილება და სპექტაკლის დადგმა; საკუთარი ხედვის, ფანტაზიის, წარმოსახვის, ინტერპრეტაციისა და ემპათიის(თანაგრძნობისა და სამყაროს სხვისი თვალით ხედვის)
 უნარის განვითარება.
5.
მონაწილეთა ასაკი
მე–8 კლასის მოსწავლეები
6.
ვადები/ხანგრძლივობა
ერთი თვე
7.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას
 მოსწავლეების პექტაკლის სახით წარმოადგენენ ნაწარმოებს, გადაინაწილებენ და გაითამაშებენ როლებს, მოიფიქრებებ შესაბამის კოსტიუმებს, იმუშავებენ სცენის გაფორმებაზე;  მეტად პატივს სცემენ ლიტერატურას,როგორც სიტყვის ხელოვნებას, დაოსტატდებიან საჯარო გამოსვლაში, განუვითარდებათ სოციალური უნარ–ჩვევები.
8.
ძირითადი რესურსები
  ა) ადამიანური რესურსები: მოსწავლეები, მასწავლებლები, მშობლები;
   ) მატერიალური–საკანცელარიო ნივთები:
კდავით კლდიაშვილი პიესა ,,დარისპანის გასაჭირი ; კლუბის სცენა, სცენის გასაფორმებლად საჭირო რესურსები, კოსტიუმები, კომპიუტერი, პროექტორი, ფოტოაპარატი, ვიდეოკამერა.
9.







საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/, ესგ–თან კავშირი
ქართული, ხელოვნება, მუსიკა

ქართ. VIII. 1. მოსწავლეს შეუძლია კონკრეტულ საკითხებზე მსჯელობის მოსმენა და საკუთარი თვალსაზრისის წარმოდგენა აუდიტორიის წინაშე.
·         ტექსტში დასმულ პრობლემურ საკითხს იმიტირებული სიტუაციის (მინისპექტაკლის, როლური თამაშების და ა. შ.) საშუალებით წარუდგენს აუდიტორიას (კლასს);
·         კონკრეტული აუდიტორიისათვის შეარჩევს ტექსტის შესაბამის ტიპს (მაგ. როლურ ტექსტს, თხრობას, კამათს და ა. შ.);



ქართ. VIII. 4. მოსწავლეს შეუძლია ზეპირი გამოსვლის მოსამზადებლად სტრატეგიების არჩევა და გამოყენება.

·         ამოიცნობს და მეტყველებისას იყენებს იმგვარ მინიშნებებს, როგორებიცაა ტონის ცვალებადობა, ხმის სიმაღლე (ხმის აწევ-დაწევა), ან საუბრის სიჩქარე, რათა მოამზადოს აუდიტორია ახალი და მნიშვნელოვანი აზრის გასაცნობად;
·         აუდიტორიის წინაშე გამოსვლამდე წინასწარ ამზადებს და სათანადო სიტუაციებში იყენებს დამხმარე (ვიზუალურ, ელექტრონულ, მუსიკალურ და ა. შ.) მასალას;
·         აუდიტორიის გათვალისწინებით მოამზადებს კონკრეტულ ტექსტს და მსმენელთა ყურადღების მისაპყრობად იყენებს სხვადასხვა ხერხს(მაგ.ემოციურ მეტყველებას და სხვ.).


ს.გ.VIII.5.  მოსწავლეს  შეუძლია  დაგეგმ და  შეასრულ  სხვადასხვა სახის სამუშაო.

·           ხატავს და ამზადებს სასკოლო წარმოდგენის კოსტიუმებისა და დეკორაციის დეტალებს;
·           კომპიუტერული ტექნიკის გამოყენებით ქმნის ზეიმებისა და თეატრალური წარმოდგენების აფიშებს, მოსაწვევ და მისალოც ბარათებს;
..VIII.6.    მოსწავლეს შეუძლია მიმართს ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობის სხვადასხვა სტრატეგიას.
·           მოიძიებს და აზუსტებს ინფორმაციას მომავალი პროექტის დასაგეგმად;
·           ანაწილებს გუნდში სამუშაოს/ფუნქციებს/მოვალეობებს;
·           ითვალისწინებს და იყენებს გუნდელის/ების შესაძლებლობებს (პოტენციალს);
·           ეხმარება კლასელებს შემოქმედებითი და საორგანიზაციო  სიძნელეების გადალახვაში;
..VIII.9.  მოსწავლეს შეუძლია დაგეგმოს და მონაწილეობა მიიღო  სხვადასხვა სახის ღონისძიებაში.
·           მონაწილეობს სპექტაკლის დაგეგმვაში;


მუს.VIII.2.  მოსწავლე შეუძლია სიმღერ თანაკლასელებთან ერთად.

·           მღერის  ორ- და სამხმიან სიმღერებს ხალხური და კლასიკური რეპერტუარიდან;
მუს.VIII.4. მოსწავლეს შეუძლია  სასწავლო  პროექტში მონაწილეობა.

·           მონაწილეობს პროექტის მიზნის განსაზღვრასა და დაგეგმვაში;
·           მონაწილეობს კონცერტის, წარმოდგენის, ტელე/რადიო გადაცემის  დადგმაში,  ჟურნალის მომზადებაში;
·           მონაწილეობს პროექტის წარდგენასა და შეფასებაში.



10
პროექტის მსვლელობა/ამოცანები და ღონისძიებები:
ა) პროექტის თემისა და შესაბამისი კითხვების შემუშავება.
მოსწავლეებს გავაცანი პროექტინიციატივა და  ჩამოაყალიბეს  შესაბამისი კითხვები.
ბ) პროექტის გეგმის შემუშავება.
პროექტის გეგმა ჩამოწერეს პუნქტებად, ცალკეული გეგმის შემადგენელი ნაწილი თვითონ მოიფიქრეს.
გ) მოვალეობების გადანაწილება და აქტივობების განხორციელება:
1.მოსწავლეების მიერ   სცენარის დაწერა; 2. მათ მიერ როლების განაწილება; 3.გაკვეთილების შემდეგ რეპეტიციების ჩატარება; 4. საკლასო გარემოში მოსწავლეთა ძალებით სასცენო დეტალებისა და აქსესუარების მომზადება.ხელოვნების მასწავლებელის დახმარებით მოსწავლეები გააფორმებენ სცენას და შეარჩევენ შესაბამისს კოსტიუმებს. მუსიკის მასწავლებელი  კი დაგვეხმარება სპექტაკლის მუსიკალურად გაფორმებაში. საორგანიზაციო სამუშაოს დასრულების შემდეგ რამდენჯერმე გავივლით რეპეტიციას და შემდეგ წარვუდგენთ ფართო აუდიტორიას.
ვ) პროექტის პრეზენტაცია.
დათქმულ ვადაში ჯგუფები წარმოადგენენ პროექტს. პროექტის პრეზენტაცია მოეწყობა სკოლის მცირე დარბაზში.
ზ) პროექტის შემაჯამებელი შეფასება.
პროექტი ფასდება წინასწარ შედგენილი შედგენილი  შეფასების რუბრიკით,
მოსწავლეები კარგად იცნობენ,ის შეიქმნა მათი უშუალო მონაწილეობით.

11
პროექტის მონიტორინგი და შეფასება:

პროექტის მიმდინარეობას დააკვირდება ხელოვნების მასწავლებელი ხათუნა გურული

12
პროექტის ხელ–ლი:
მასწავლებელი: ნათია ბარდაველიძე
13.
ხელმძღვანელის ელ–ფოსტა
natibardavelidze@gmail.com

















                                                      II. ,,სიმღერებად ქცეული ლექსები“


 1.
პროექტის სახელწოდება:
,,სიმღერებად ქცეული ლექსები“
2.
პროექტის მთავარი იდეა:
მოსწავლეები გაეცნობიან იმ ლექსებს, რომლებიც სიმღერებად იქცა, დაუახლოვდებიან და ეზიარებიან პოეტურ შემოქმედებას, მუსიკას.
3.
პროექტის აქტუალობა:
 მოზარდებმა იციან ბევრი სიმღერა, მაგრამ წარმოდგენა არა აქვთ ლექსის ავტორზე; თუ სიმღერის ტექსტებზე გავამახვილებთ ყურადღებას, მათ აღვუძრავთ და გავუღვივებთ ინტერესს პოეზიისადმი, მუსიკისადმი.
4.
პროექტის მიზნები:
§   სიმღერებად ქცეული ლექსების მოძიება,შეკრება და კლასისთვის გაცნობა.
§   ლექსების შესწავლა გამომეტყველებით.
§  ცნობილი სიმღერების ტექსტისა და მუსიკის ავტორთა ვინაობის დადგენა.
§  პოეზიისა და მუსიკისადმი ინტერესის გაღვიძება.
§   დამოუკიდებელი სწავლის, კვლევა–ძიების, დაკვირვების, დასკვნების გამოტანის, ორგანიზაციის, პასუხისმგებლობის, ურთიერთთანამშრომლობისა და სხვა სოციალური უნარ–ჩვევების განვითარება.
5.
მონაწილეთა ასაკი:
მე–7 კლასის მოსწავლეები.
6.
ვადები/ხანგრძლივობა:
ერთი თვე.(15.04-15.05. 2012წელი)
7.
მოსალოდნელი შედეგები/
პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:
§  მოსწავლეები უფრო შეიყვარებენ პოეზიასა და მუსიკას.
§  ისწავლიან მასალის შეგროვებას, თანამშრომლობას.
§  შეისწავლიან ლექსებს გამომეტყველებით.
§  გამოუმუშავდებათ პროექტის შექმნისათვის საჭირო უნარ–ჩვევები.
§  შეიქმნება კრებული სათაურით: ,,სიმღერებად ქცეული ლექსები“.
§  შეიქმნება აუდიო – დისკი ,,ქართული სიმღერები“.
8.
ძირითადი რესურსები:
 ბიბლიოთეკა, ისტ–ის ტექნოლოგიები, პოეზიის კრებულები,თაბახის ფურცლები,რვეულები, საწერ–კალმები,ფოტო–აპარატი, ვიდეო დისკი.
9.







საგნებთან /საგნობრივ ჯგუფებთან/, ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
პროექტში ინტეგრირებულია ქართული
მუსიკასთან.
კავშირი ესგ–თან: ქართ.VII.7,8,9,10,12.
·         მოსწავლეს შეუძლია ამოიცნოს და შეაფასოს ტექსტის შესაბამისობა კონკრეტულ მიზანსა და აუდიტორიასთან.
·         წარმოადგენს ინფორმაციას ჯგუფში მიღებული გადაწყვეტილების შესახებ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით და განმარტავს, რა პროცესები უძღოდა წინ ამ გადაწყვეტილებას.
·         მოიძიებს ან საგანგებოდ ქმნის ვიზუალურ მასალას.
·         ისმენს და ეთანხმება ან უარყოფს თანამოსაუბრის აზრს.
·         სხვადასხვა მიზნით  კითხულობს ტექსტს.
10
პროექტის მსლელობა/
ამოცანები და ღონისძიებები:
§  შემთხვევითი შერჩევის პრინციპით მოსწავლეები დავყავი ორ ჯგუფად და შევიმუშავეთ პროექტის გეგმა(ჯგუფებმა თავიანთი გეგმები წარმოადგინეს და საბოლოოდ შეჯერდნენ ერთ კონკრეტულ გეგმაზე);
§  მოვალეობების გადანაწილება: მოსწავლეებს  დაევალათ, ორი კვირის განმავლობაში მოეძიათ ის ლექსები,რომლებიც სიმღერებად იქცა და ამასთანავე
დაედგინათ ცნობილი სიმღერების ტექსტისა და მუსიკის ავტორთა ვინაობა.
§   ორი კვირის შემდეგ მოსწავლეებმა წარმოადგინეს მოძიებული ლექსები და გააცნეს ერთმანეთს;
§  პროდუქტის მომზადება:
მოსწავლეებმა  იმუშავეს  ჯგუფებში, როგორ უნდა შეექმნათ და გაეფორმებინათ კრებული, საბოლოოდ შეთანხმდნენ ერთ კონკრეტულ ნიმუშზე;
§  შეიქმნა სარედაქციო საბჭო(გ.გელიაშვილი,შ. ბუცხრიკიძე,მ.ფანჩულიძე,რ.სარდანაძე), რომელსაც დაევალა მოძიებული ლექსებისა ამობეჭდვა და შეკრება;
§  ყდის მხატვრულ გაფორმებასა და გამოცემის კომპიუტერული უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი(ს.ცერცვაძე,ლ.გამეზარდაშვილი,ი.თორთლაძე, ბ.გურული).
§  პროდუქტის პრეზენტაცია(თ.ვარდოსანიძე);
§  პროექტის შემაჯამებელი შეფასება.

11
პროექტის მონიტორინგი და შეფასება:
 პროექტის მიმდინარეობას დააკვირდება: გ. ჭანკვეტაძე, თ.ხუციშვილი.

12
პროექტის ხელ–ლი:
მასწავლებელი: ნათია ბარდაველიძე
13.
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:
natiabardavelidze@gmail.com

პროექტის ბიუჯეტი:

საკანცელარიო ხარჯები
საცალო ღირებულება
რაოდენობა
სულ
1.
თაბახის ფურცლები
2თეთრი
100 ცალი
2 ლარი
2.
ფერადი ფურცლები(წითელი, ლურჯი)
10 თეთრი
6 ცალი
60 თეთრი
3.
წითელი და ლურჯი ზონრები
1ლარი
2ცალი
2ლარი
სულ



4ლარი და 60 თეთრი





III. ინსცენირება ,,ტყის შვილები"

 1.
პროექტის სახელწოდება
ინსცენირება ,,ტყის შვილები“
2.
პროექტის მთავარი იდეა
რევაზ ინანიშვილის მიერ ამეტყველებულ ფრინველთა სამყაროს აღქმა და ინსცენირება.
3.
პროექტის აქტუალობა
შემოქმედებითი უნარების განვითარება და სხვა მოსწავლეთა ინტერესის გაღვივება რევაზ ინანიშვილის ნაწარმოებების მიმართ.
4.
პროექტის მიზნები
მოსწავლეები უკეთესად გაიგებენ და გაითავისებენ ავტორის მიერ დახატულ პერსონაჟთა თვისებებსა და ხასიათს; წარმოაჩენენ საკუთარ ხედვასა და ინტერპრეტაციის უნარს.
5.
მონაწილეთა ასაკი
მე–7 კლასის მოსწავლეები
6.
ვადები/ხანგრძლივობა
ერთი თვე
7.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას
შეიქმნება სცენარი რევაზ ინანიშვილის ,,ტყის შვილების“ მიხედვით; მოიფიქრებებ შესაბამის კოსტიუმებს, იმუშავებენ სცენის გაფორმებაზე; სპექტაკლის სახით წარმოადგენენ ნაწარმოებს. მეტად პატივს სცემენ ლიტერატურას,დაოსტატდებიან საჯარო გამოსვლაში, განუვითარდებათ სოციალური უნარ–ჩვევები.
8.
ძირითადი რესურსები
რევაზ ინანიშვილის მოთხრობა ,,ტყის შვილები“, კლუბის სცენა, სცენის გასაფორმებლად საჭირო რესურსები, კოსტიუმები, კომპიუტერი, პროექტორი, ფოტოაპარატი, ვიდეოკამერა.
9.







საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/, ესგ–თან კავშირი
ქართული, ხელოვნება, მუსიკა
10
პროექტის მსვლელობა/ამოცანები და ღონისძიებები:
მოსწავლეებს დავყოფ ჯგუფებად და ვთხოვ, თავიანთი შესაძლებლობების შესაბამისად, წარმოადგინონ საკუთარი სცენარი, რომლებსაც გააცნობენ კლასს და შევარჩევთ საუკეთესოს; შემდეგ გადავანაწილებთ როლებს და დავიწყებთ სპექტაკლისათვის მზადებას. ხელოვნების მასწავლებელ ხათუნა გურულის დახმარებით მოსწავლეები გააფორმებენ სცენას და შეარჩევენ შესაბამისს კოსტიუმებს. მუსიკის მასწავლებელი სოფიო ქავთარაძე კი დაგვეხმარება სპექტაკლის მუსიკალურად გაფორმებაში. საორგანიზაციო სამუშაოს დასრულების შემდეგ რამდენჯერმე გავივლით რეპეტიციას და შემდეგ წარვუდგენთ ფართო აუდიტორიას.
11
პროექტის მონიტორინგი და შეფასება:

პროექტის მიმდინარეობას დააკვირდება ხელოვნების მასწავლებელი ხათუნა გურული

12
პროექტის ხელ–ლი:
მასწავლებელინათია ბარდაველიძე
13.
ხელმძღვანელის ელ–ფოსტა
natibardavelidze@gmail.com




No comments:

Post a Comment