გაკვეთილის გეგმები

კვეთილის თემა
გიორგი ლეონიძის ,,მოხუცი გუთნისდედის სიკვდილი”
სწავლების საფეხური და კლასი
II საფეხური /  VIII კლასი/
მოსწავლეთა რაოდენობა
20
განსაკუთრებული  საგანმანათლებლო საჭიროების
მქონე მოსწავლე
არ მყავს
გაკვეთილის მნიშვნელობა და
აქტუალობა
მოსწავლეები გაეცნობიან გ. ლეონიძის ნოველას, განუვითარდებათ დაკვირვების, მსჯელობის , აზრის გამოთქმის უნარ-ჩვევა, მოახდენენ ცოდნის ინტეგრირებას.










მიზნები და შედეგები
გ. ლეონიძის ,,მოხუცი გუთნისდედის სიკვდილის” გაცნობა-შესწავლა;

ნაწარმოების თემის ხასიათისა და დედააზრის მიგნება;

პერსონაჟის ხასიათის ამოცნობა;

ავტორის დამოკიდებულების ამოცნობა პერსონაჟის მიმართ,დეტალებზე დაკვირვება;

პარალელის გავლება შესწავლილი ნაწარმოების გმირებთან;

მოსწავლე იყენებს კითხვის შესაბამის სტრატეგიებს;

მოსწავლე მართებულად იყენებს ენობრივ-გრამატიკულ სტრუქტურებს.

ეროვნული სასწ. გეგმა ,VIII . 1. 2. 3. 5.



წინასწარი  ცოდნა


გ. ლეონიძის ბიოგრაფია.
მოთხრობები: ,,ნატვრის ხე”,
,,ჩირიკი და ჩიკოტელა”,
შეუძლიათ ტექსტზე დაკვირვებით პერსონაჟის ხასიათის ამოცნობა.




შეფასების საგანი და პროცედურები


შეფასება  განმსაზღვრელი: ტექსტზე მუშაობა,სასწავლო პროცესიში ჩართულობა, კითხვა-პასუხზე აქტივობა,მსჯელობა.

სასწავლო მასალა და ტექნიკური
რესურსი

პრეზენტაცია, კომპიუტერი, პროექტორი,
თაბახის ფურცლებზე მომზადებული მასალა, რვეულები, კალმები.





















გაკვეთილის მსვლელობა
აქტივობა   I – 3 წთ.
კლასის ორგანიზება, გაკვეთილის თემისა და მიზნების გაცნობა

აქტივობა  II – 7წთ.
წინარე ცოდნის გახსენება:
ვაჩვენებ პრეზენტაციას ,,გიორგი ლეონიძე”
(მოსწავლეები იხსენებენ ავტორის ბიოგრაფიას, მის შემოქმედებას შესწავლილი მოთხრობების მიხედვით .

აქტივობა III – 12წთ.
პროექტორით გავაშუქებ სიტყვებს:
გუთნისდედა, 80 წელი, ჩონჩხარა მკლავები, სიკვდილი, ნინია, ალალ-მართალი, ორი შვილი, სული - რომელთა გამოყენებით უნდა შეადგინონ უსათაურო მოთხრობა
(შენიშვნა: შესასწავლი ტექსტი ჯერჯერობით უცნობია).

პარალელურად განვმარტავ გუთნისდედის მნიშვნელობას ფოლკლორიდან .
დროის ამოწურვის შემდეგ მოსწავლეები კითხულობენ მოთხრობას .

აქტივობა IV– 10 წთ.

მოსწავლეებს ვურიგებ თაბახის ფურცლებს, რომლებზეც მოთავსებულია დასამუშავებელი ტექსტი და ვიწყებთ კომენტირებულ კითხვას (ბავშვები გამოთქვამენ საკუთარ ვარაუდს. 2აბზაცის გაცნობის შემდეგ მოსწავლეებს უფლებას ვაძლევ შეცვალონ მიმდინარე მოვლენები მათ მიერ შედგენილ მოთხრობაში. ამას ითვალისწინებს სწრაფი ურთიერთთანამშრომლობის მეთოდი)

აქტივობა V– 5წთ.
ტესტის გაცნობის შემდეგ ვადგენთ მარტივ ასოციაციურ რუკას, ბავშვები ჩამოთვლიან ნინიას თვისებებს: ალალ-მართალი, გულგაწმენდილი, ,,არავის ნამტერალი”, ,,არავისზე ნაწყენი”, კურთხეული, მშრომელი, ,,არსობის პურის ” მომყვანი, ბუნების შვილი....

აქტივობა VI – 5წთ.
კითხვა-პასუხი
1.      შეიძლება თუ არა  წარდგეს უფლის წინაშე ანთებული სანთლით ასეთი თვისებებით დაჯილდოებული ადამიანი?
2.      გავავლოთ პარალელი ,, ნატვრის ხის პერსონაჟებთან. ორივე ნოველის პერსონაჟი კვდება, რომლის სიკვდილი უფრო დაგენანათ და რატომ?
რა არის ნაწარმოების მთავარი სათქმელი?

საშინაო დავალება –  3წთ.
მოიძიონ ინტერნეტით  ჯეკ ლონდონის ,,საოცარი რამ არის სიცოცხლე“ და ფსალმუნები – 14 ( 1, 2, 3 )
                            17 (32 )
                             27 (4)

No comments:

Post a Comment