ქულები და კრიტერიუმები | მაქსიმალური (9 – 10) | საშუალო (7- 8) | დაბალი (5 – 6) | სუსტი (1 – 3) |
აქტიური მონაწილეობა | ყოველთვის მონაწილეობს და ხშირად წარმართავს კიდეც საკლასო მსჯელობას. | ყოველთვის მონაწილეობს. | ხშირად მონაწილეობს. | იშვიათად ან საერთოდ არ მონაწილეობს. |
გამართული და სწორი მეტყველება | გამართულად მეტყველებს; აქვს მდიდარი ლექსიკა სა შემოქმედებითად იყენებს ენობრივ გამომსახველობით საშუალებებს. | გამართულად მეტყველებს; იყენებს მართებულ სინტაქსურ და გრამატიკულ კონსტრუქციებს. | იცავს მართმეტყველების ელემენტარულ წესებს; მეტნაკლებად გამართულად საუბრობს. | არ იცავს მართლმეტყველების ელემენტარულ წესებს; მეტ-ნაკლებად გამართულად საუბრობს. |
საკუთარი აზრის დასაბუთებულად წარმოდგენა | ყოველთვის დამაჯერებლად და არგუმენტირებულად წარმოადგენს თავის მოსაზრებას. | თითქმის ყოველთვის ასაბუთებს საკუთარ მოსაზრებას. | ხშირად ახერხებს საკუთარი აზრის დასაბუთებას. | ხშირად ვერ ასაბუთებს საკუთარ აზრს. |
სხვისი აზრის მიმართ პატივისცემის დემონსტრირება | უსმენს სხვებს და საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს მოსმენილზე დაყრდნობით; კორექტილია და ამჟღავნებს სხვისი აზრის მიმართ პატივისცემას, მაშინაც კი, როცა არ ეთანხმება მას. | უსმენს სხვებს და საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს მოსმენილზე დაყრდნობით. | უსმენს სხვებს და აცდის საუბრის დამთავრებას. | არ უსმენს სხვებს; არ აცდის სხვას საუბრის დამთავრებას. |
Wednesday, April 18, 2012
შეფასებისრუბრიკა
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment