Monday, July 11, 2016

ინტელის პროექტი

,, გზამკვლევი"
    ტრენინგის საშუალებით ვისწავლე: პროექტებით სწავლება, სასწავლო პროექტის დაგეგმვა, სასწავლო ნიმუშების შექმნა, კავშირები, მოსწავლეთა პროექტების შეფასება, დაგეგმვა  მოსწავლეთა წარმატებისათვის, სასწავლო პროექტების პორტფოლიოს ჩვენება.
        ტრენინგის დროს ვისწავლე ინტელის პროექტების შექმნა, შევქმენი მასწავლებლის ბროშურა,შევიმუშავე შეფასების სისტემა, მოვამზადე საპრეზენტაციო ფორმები და გამოვაქვეყნე ბლოგზე.         მიღებული ცოდნა დამეხმარება სასწავლო პროექტების შექმნაში, პროექტებით სწავლება აამაღლებს მოსწავლეთა მოტივაციას, გაიზრდება მათი ჩართულობა სასწავლო პროცესში. მოსწავლეებს განუვითარდებათ მაღალი სააზროვნო უნარები, რაც მათი წარმატების საწინდარი იქნება.
          დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ტრენერ ავთანდილ ცნობილაძეს, რომელიც ენერგიულად და თავდაუზოგავად მუშაობდა ჩვენთან ერთად. გვიქმნიდა მეგობრულ და სასიამოვნო ატმოსფეროს.



Saturday, June 25, 2016



ინტელის ტრენინგის რეფლექსია

        ტრენინგის დასაწყისში ტრენერი გაგვეცნო და საკუთარი თავიც წარვუდგინეთ კურსის მონაწილეებს, შემდეგ გავეცანით პროექტის გეგმას, ვნახეთ ინტელის მიერ მომზადებული ვიდეოფაილი. ელექტრონული პორტფოლიოს შექმნის მიზნით შევქმენით საქაღალდე. გავეცანით ინტელის სახელმძღვანელოსა და 21- საუკუნის უნარ-ჩვევებს. ამის შემდეგ ინტელის სახელმძღვანელოდან გადმოვიტანეთ პორტფოლიოს ჩეკლისტი და შევინახეთ შეფასებების საქაღალდეში. გავეცანით პროექტის გეგმას და, შესაბამისად, შევინახეთ სასწავლო პროექტის გეგმაში. ასევე გავეცანით პორტფოლიოს რუბრიკას, შემდეგპროექტის მახასიათებლების ჩეკლისტს.            ინტელის ტრენინგის მეორე დღეს გავაკეთეთ წინა სატრენინგო დღის რეფლექსია. მოვისმინე საკმაოდ საინტერესო  საპროექტო  იდეები, გავეცანით გამოცემის ჩეკლისტს, რომელიც დაგვეხმარება პროექტის განხორციელების საწყის ეტაპზე საზოგადოების (მშობლების, მოსწავლეების...) ინფორმირებისათვის. შემდეგ გავეცანით ბროშურების და გაზეთების შაბლონებს, როგორც Word-ში, ასევე Intel-ის სახელმძღვანელოში. წარმოვადგინეთ საპროექტო იდეები. ვიმუშავეთ ბროშურის მომზადებაზევისწავლეთ, როგორ უნდა შევქმნა შაბლონი word documet-ის გამოყენებით , როგორ უნდა შევარჩიოთ ჩვენთვის სასურველი თემები, რათა მიმზიდველი იყოს მკითხველისათვის, დავათვალიერეთ ჯგუფის წევრების ნამუშევრები.
              მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო ტრენინგის მე-3 დღე. დავიწყეთ მოდული 2-ის განხილვა.  ჩამოვტვირთეთ  ბლუმის განახლებული ტაქსონომია, გავეცანით ზმნების კლასიფიცირების ცხრილს; გავეცანით 21- საუკუნის უნარ-ჩვევების სიტყვებს, რომლების დაგვეხმარება ამოცანების  წერისას. ვიმუშავეთ საგნობრივ სტანდარტსა და ინდიკატორებზე,შევარჩიეთ ჩვენს პროექტზე მორგებული სტანდარტები და ინდიკატორებივიმუშავეთ პროექტის სასწავლო მიზნების განსაზღვრაზე, ვისაუბრეთ და შევჯერდით მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე. გავიაზრეთ რა დანიშნულება აქვს ზოგად, თემატური და შინაარსობრივ კითხვებს .წავიკითხეთ და გავაანალიზეთ მიმართულების მომცემი საკვანძო სიტყვების შესახებ მომზადებული პრეზენტაცია.კურსის რესურსების საქაღალდეშ შევინახეთ დოკუმენტები, რომლებიც დაგვეხმარება მიმართულების მიცემაში.ჩვენი გეგმები შევავსეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვებით.

   ტრენინგის მეოთხე დღეს განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდი. განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასების მეთოდები. წავიკითხეთ პქოექტზე დაფუძნებული სწავლების შეფასება. გავეცანით შეფასების ხუთ სტრატეგიას. ვისაუბრეთ მოსწავლეთა საჭიროებების შესახებ. განვიხილეთ პროექტის დროში გაწერილი გეგმა და მოვარგეთ ჩვენს  პროექტს. გავეცანით  რესურსებში არსებულ პრეზენტაციების ნიმუშებს. ვიმუშავეთ პროექტში გამოსაყენებელი შეფასების მეთოდის  ფორმის შექმნაზე. 
   ტრენინგის მეხუთე დღეს ვისაუბრეთ ინტერნეტ კავშირებზე, ვისწავლეთ ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესის აქტიურობასა და მიზნობრიობისთვის.გავეცანით საავტორო უფლებების ქაოსს,ვისწავლეთ გუგლში გვერდის ჩანიშვნა,"დავამყარეთ" ინტერნეტ კავშირი მსოფლიოსთან, ვისწავლეთ ელ-ფოსტაზე დაარქივებული მასალის მიბმა- გადაგზავნა,. .ვიმუშავეთ Web.2.0 Tools კვლევითი ფორმების შედგენაზე.გავეცანით კოლაბორაციულ თანამშრომლობას.მივიღეთ ახალი დავალებები.
     
    ტრენინგის მეექვსე დღეს  ვიმუშავეთ  ბლოგზე პრეზენტაციებისა და ვიდეოების  ჩაშენების ხერხებზე; Youtube-დან  ბლოგზე ვიდეოს შემოტანაზე, ბლოგზე ჩანართების ჩასმაზე, დიზაინის ცვლილებებზე, გავეცანით ბლოგის სტრუქრურას. ასევე - სასწავლო მასალის მეოთხე მოდულს:მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომების ნიმუშებს, ვიმსჯელეთ მოსწავლეთა პერსპექტივიდან დანახულ  სასწავლო პროექტებზე.  
             ინტელის ტრენინგის მეშვიდე დღეს ტრენინგის მონაწილეებმა წარმოვადგინეთ საშინაო დავალება --პროექტის ფარგლებში მოსწავლის  პრეზენტაცია.შევაფასეთ კოლეგების ნამუშევრები,
   სასწავლო მასალაში წავიკითხეთ მეხუთე მოდული.ვისაუბრეთ შეფასების  სხვადასხვა მეთოდზე, რესურსებში დავათვალიერეთ შეფასების რუბრიკები.შევქმენი ჩემს პროექტში გამოსაყენებელი მეთოდის "გონებრივი იერიშის " რუბრიკა.